საგულდაგულოდ შერჩეული პროდუქციიდან — თქვენი სახლის კარამდე: 4 Seasons Bio-ს წარმატების ისტორია

წლიური ზრდა
გაყიდვების წილი Wolt-ზე მოდის
შემოსავალი რეკლამაზე გაწეულ დანახარჯთან მიმართებაში
როდესაც ძმებმა, ვასილისმა და ჯორჯმა 2006 წელს ათენის ცენტრში საკუთარი სასურსათო მაღაზია გახსნეს, ორგანული და ბიო პროდუქტები ჯერ კიდევ ვიწრო, ნიშურ სეგმენტს წარმოადგენდა. მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ სივრცე, სადაც ადამიანები შეიძენდნენ უსაფრთხო, სანდო საკვებს — იმ ფერმერებისა და მწარმოებლებისგან, რომელთა შრომასაც ძმები პირადად იცნობდნენ და აფასებდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგაც კი, 4 Seasons Bioკვლავ ინარჩუნებს მყუდრო, უბნის პატარა მაღაზიის განწყობასა და ხასიათს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ დღეს, Wolt-ის წყალობით, ეს „უბანი“ უკვე მთელ ქალაქზეა გადაჭიმული.
მათი პირველი მაღაზია სულ რაღაც 28 კვადრატული მეტრი იყო და იქაურობა ხილისა და ბოსტნეულის ყუთებით პირთამდე გახლდათ სავსე. ყოველი დღე ასე იწყებოდა: ძმები დილაადრიან პირადად აკითხავდნენ ატიკის რეგიონის ფერმერებს და საგულდაგულოდ არჩევდნენ საუკეთესო სეზონურ პროდუქციას. ნაშუადღევს კი ძმები თავად დგებოდნენ დახლთან და მომხმარებლებს პროდუქტების გემოზე, კვებით ღირებულებასა და მათ წარმომავლობაზე გულმოდგინედ ესაუბრებოდნენ.
„როდესაც ჩვენ საქმე დავიწყეთ, საბერძნეთში ორგანული საკვების შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. ეს ნდობა ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ მომხმარებელთან უშუალო და გულწრფელი კომუნიკაციით მოვიპოვეთ“, — აღნიშნავს ვასილისი.
გავიდა წლები და 4 Seasons Bio-მ ათენელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა — ბრენდის სახელი ყველასთვის ნაცნობი და ხარისხთან ასოცირებული გახდა. ამჟამად კომპანიის საოპერაციო საქმიანობა, ფინანსები და თანამშრომელთა გუნდის მართვა მთლიანად ჯორჯის პასუხისმგებლობაა. ვასილისი კი პროდუქციის შესყიდვასა და მწარმოებლებთან ურთიერთობებს უძღვება. როლები შეიცვალა, მაგრამ საქმისადმი ერთგულება და მუშაობის სტილი პირველივე დღიდან უცვლელია.
ყველა პროდუქტს საკუთარი ისტორია აქვს. მათ ზუსტად იციან, ვინ მოიყვანა ესა თუ ის მოსავალი, როდის მოხდა მისი აღება და რატომ იმსახურებს ის ადგილს მაღაზიის დახლზე. მაღაზიის ცენტრალურ ნაწილს კვლავაც ახალი ხილი და ბოსტნეული იკავებს, თუმცა ახლა ასორტიმენტს ზეითუნის ზეთი, თაფლი, მარცვლეული და ორგანული სასუსნავებიც დაემატა.

ამასთანავე, მათ სრულად შეინარჩუნეს თავიანთი ერთგული, მუდმივი მომხმარებლები. იქ ბევრი ადამიანი უკვე წლებია ყიდულობს პროდუქტებს; ძმების თვალწინ მთელმა თაობებმა და ოჯახებმა გაიარეს და გაიზარდნენ.
„ბიზნესის შენება მოკლევადიანი გარბენი არ არის, ეს ნამდვილი მარათონია, რომელსაც გამძლეობა სჭირდება. შენ იზრდები მომხმარებლებზე ზრუნვით და არა უბრალოდ მათთვის პროდუქციის მიყიდვით.“
— ვასილისი, 4 Seasons Bio-ს თანადამფუძნებელი
როდესაც მაღაზია ყველას ვერ აწვდენდა ხმას, მას Wolt დაეხმარა
ბრენდის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა მაღაზიაში მოსვლა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. „მომხმარებლებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მანქანით მოსვლა, გაჩერება და პროდუქტების ასე წაღება“, — ამბობს ვასილისი. „Wolt-თან ერთად ყველაფერი მარტივია. „მომხმარებელი მარტივად ირჩევს ყველაფერს, რაც სჭირდება და სულ რაღაც რამდენიმე წუთში შეკვეთას პირდაპირ სახლის კართან იბარებს."
მათ თავადაც სცადეს პროდუქციის საკუთარი ძალებით მიტანა და სხვა სერვისების გამოყენებაც, თუმცა შეკვეთების ორგანიზებას, გატანის დროის შეთანხმებასა და გადახდების მართვას ზედმეტად დიდი დრო მიჰქონდა. „მიწოდების სირთულეები პრაქტიკაში ჩნდება — აქ დროის ფაქტორი ყველაფერს წყვეტს,“ - ამბობს ჯორჯი.
ყველაფერი 2020 წელს შეიცვალა, როდესაც 4 Seasons Bio-მ Wolt-თან პარტნიორობა დაიწყო. ვასილისისთვის ეს უბრალოდ პრაქტიკული არჩევანი იყო. „ჩვენ გვჭირდებოდა მყისიერი მიწოდების სერვისი. Wolt-მა ეს საჭიროება სრულად დააკმაყოფილა.“ - ამბობს ის.

დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ პროცესები დროთა განმავლობაში მაქსიმალურად დაიხვეწა. შემგროვებლები სწრაფად პოულობენ საჭირო პროდუქტებს, გუნდთან ერთად აზუსტებენ ალტერნატივებს ცვლილების საჭიროებისას და შეკვეთა მყისიერად იგზავნება. ეს მიდგომა იდეალურად ერგება მუშაობის იმ სტილს, რომლითაც ძმები ბიზნესს ისედაც უძღვებიან.
Wolt-ის აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს ათენის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია თვალი გადაავლოს მაღაზიის ასორტიმენტს, განათავსოს შეკვეთა და პროდუქცია სულ რაღაც 30–40 წუთში მიიღოს.
გუნდი ასევე აქტიურად იყენებს Wolt Ads-ს, რამაც სარეკლამო ხარჯების უკუგების (ROAS) მაჩვენებელი 10-ზე მეტჯერ გაზარდა, რაც აპლიკაციაში ახალი მომხმარებლების მოზიდვას უწყობს ხელს.
Wolt-ზე გამოჩენის შემდეგ, 4 Seasons Bio-ს ონლაინ შეკვეთები სტაბილურად იზრდება.
„ახალმა კლიენტებმა აღმოგვაჩინეს, ძველებმა კი ჩვენთან შოპინგი ხელახლა დაიწყეს!“ - ამბობს ვასილისი.
ამჟამად მაღაზიის მთლიანი გაყიდვების 20%-მდე სწორედ Wolt-ზე მოდის, ხოლო ონლაინ გაყიდვების წლიურმა ზრდამ შთამბეჭდავ 78%-ს მიაღწია. ყველაზე მსხვილი შეკვეთა, რაც კი აქამდე პლატფორმაზე დაფიქსირებულა, 452 ევროს შეადგენდა — ის ერთ-ერთმა ოჯახმა მთელი კვირის მარაგების შესავსებად განათავსა.
მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციისა, მათი ხედვა და საქმისადმი დამოკიდებულება ფუნდამენტურად უცვლელი დარჩა.
„ჩვენ დროს ჩვენს საყვარელ საქმეს ვუთმობთ, მიტანის ოპერატიულობასა და პუნქტუალურობას კი მთლიანად Wolt-ი უზრუნველყოფს“, — ამბობს ჯორჯი.
მომავლის პერსპექტივა: პერსონალური მიდგომის შენარჩუნება
ცოტა ხნის წინ ვასილისი მამა გახდა — მისი პატარა სულ რაღაც ათი თვისაა. ამ მოვლენამ სრულიად შეცვალა მისი ხედვა ყველაფრის, მათ შორის მაღაზიის მომავლის მიმართაც.
„დასაწყისში ეს მაღაზიაც ჩვენი პატარა ბავშვივით იყო, რომელსაც დიდი ზრუნვა სჭირდებოდა.“ - ამბობს ის. ბიზნესი დასაწყისში პატარა და სათუთი იყო, ჩვენ კი მასზე ყოველდღე ვზრუნავდით. ახლა კი, ოცი წლის შემდეგ, ის უკვე გაიზარდა. ჩვენი მაღაზია ფეხზე მყარად დგას, აქვს თავისი მკაფიო სახე და დღეს ის უკვე ჩვენი ოჯახის განუყოფელი, საყვარელი ნაწილია“.
სწორედ ასე უყურებენ ის და ჯორჯი საკუთარ ბიზნესს დღესაც: როგორც იმას, რასაც მუდმივი ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. როგორც იმას, რაც ნელნელა უნდა გაზარდო. როგორც იმას, რაც ადამიანების გულში რჩება.
Wolt მათ სწორედ ამის გაკეთების საშუალებას აძლევს — მიწვდნენ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს ათენის სხვადასხვა უბანში ისე, რომ არ დაკარგონ თავიანთი უნიკალური, ადამიანური სახე.
„საოცარი გრძნობაა, როდესაც ერთად ვიზრდებით: ჩვენ, Wolt და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბრენდს წლებია ენდობიან.“
— ვასილისი, 4 Seasons Bio-ს თანადამფუძნებელი
მზრუნველობა თითოეულ პროდუქტში — აი, რა ქმნის თქვენს ხარისხს.
Wolt-ის დახმარებით თქვენი საქმისადმი ერთგულება და ხარისხი მთელ ქალაქზე გავრცელდება — მყისიერად, კომფორტულად და ისე, როგორც ეს თქვენი პირობებით.