კომბო მენიუების Wolt-ზე შექმნის სახელმძღვანელო
გამოიყენეთ თქვენს მენიუში არსებული პროდუქტები სეტების, კომბოებისა და შეთავაზებების შესაქმნელად, რაც შეკვეთის ღირებულების გაზრდაში დაგეხმარებათ.

მიმოხილვა
კომბო მენიუები მომხმარებლებს ეხმარება შეკვეთაში მეტი პროდუქტი დაამატოს, რაც შეკვეთას უფრო სწრაფს და მარტივს ხდის.
Merchant Portal-ში არსებული მენიუს მენეჯერის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ლანჩ მენიუები, კომბო შეთავაზებები და „იყიდე ერთი, მიიღე ერთი“ (BOGO) აქციები თქვენს არსებულ მენიუში არსებული პროდუქტების გამოყენებით.
კომბოები ამარტივებს:
უფრო დიდი შეკვეთების წახალისებას
ტოპ პროდუქტების კომბინაციების პოპულარიზაციას
სპეციალური შეთავაზებების ხაზგასმას
გაამარტივეთ შეთავაზებების აღმოჩენა თქვენს მენიუში
კომბო მენიუების სახეოებები
მენიუს მენეჯერი სამი ტიპის კომბოს შექმნის საშუალებას იძლევა:
1. სტანდარტული კომბოები (ფიქსირებული პროდუქტები)
ფიქსირებული კომბოები მოიცავს პროდუქტების განსაზღვრული კომბინაციას. მაგალითი: ბურგერი + კარტოფილი ფრი + სასმელი. მომხმარებლები მიიღებენ ზუსტად იმ პროდუქტებს, რომლებიც კომბოში შედის.
2. კატეგორიაზე დაფუძნებული კომბოები (შეცვლადი)
მომხმარებლები ირჩევენ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიიდან, ამავდროულად ინარჩუნებენ კომბოს ფიქსირებულ ფასს.
მაგალითი:
აირჩიეთ 1 მთავარი კერძი
აირჩიეთ 1 საიდი
აირჩიეთ 1 სასმელი
ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობას ანიჭებს და ამავდროულად, ამარტივებს შეკვეთას.
3. შეთავაზება "იყიდე ერთი, მიიღე ერთი" (BOGO)
მომხმარებლები ყიდულობენ ერთ პროდუქტს და მეორეს უფასოდ იღებენ.
მაგალითი: იყიდე 1 პიცა, მიიღე 1 გამაგრილებელი სასმელი უფასოდ არ არის აუცილებელი, რომ უფასო პროდუქტი იყოს იგივე, რაც შეძენილი პროდუქტი.
მენიუს მენეჯერში კომბოების შექმნის წესი
1. გახსენით მენიუს მენეჯერი და შექმენით კომბო

გახსენით მენიუს მენეჯერი
დააჭირეთ ღილაკს "შექმნა"
დააჭირეთ ღილაკს "კომბოს შექმნა"
შემდეგ უნდა აირჩიოთ კომბოს ტიპი.
2. დაამატეთ თქვენი კომბოს სახელი და აღწერა

აირჩიეთ მკაფიო სახელი, რომელიც მომხმარებლებს სწრაფად გააგებინებს შეთავაზებას.
გირჩევთ, გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა სეტი, კომბო, შეთავაზება, ლანჩი.
მაგალითები:
ლანჩ მენიუ
საოჯახო სეტი
ბურგერის კომბო
დაამატეთ მოკლე ტექსტი, სადაც აღწერთ:
რა შედის კომბოში
ნებისმიერი დანაზოგის ან პრომოს დეტალებს
აღწერა მოკლე და ადვილად გასაგები უნდა იყოს.
3. აირჩიეთ სად გამოჩნდება კომბო თქვენს მენიუში

შეგიძლიათ:
დაამატოთ კომბო არსებულ კატეგორიაში
შექმნათ ახალი კატეგორია კომბოებისა და შეთავაზებებისთვის
გირჩევთ, კომბოები მენიუს ზედა ნაწილში განათავსოთ, რათა მომხმარებლებმა უფრო ადვილად იპოვონ ისინი.
კატეგორიის სახელების მაგალითები:
კომბოები
კომბო შეთავაზებები
სპეციალური შეთავაზებები
4. დაამატეთ პროდუქტები თქვენს კომბოში
შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ კომბოს სახეობაზე.
სტანდარტული კომბოებისთვის (ფიქსირებული პროდუქტები)

აირჩიეთ ის პროდუქტები, რომელთა ჩასმაც გსურთ კომბოში.
მოთხოვნები:
მინიმუმი: 2 პროდუქტი
მაქსიმუმი: 4 პროდუქტი
პოპულარული კომბინაციები ხშირად მოიცავს შემდეგს:
მთავარი კერძი + სასმელი
მთავარი კერძი + საიდი + სასმელი
საოჯახო სეტები
ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ AI-ის მიერ გენერირებული შემოთავაზებები, რათა უფრო სწრაფად შექმნათ კომბოების იდეები.
კატეგორიაზე დაფუძნებული კომბოებისთვის (შეცვლადი)

აირჩიეთ კატეგორიები, რომლებიდანაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეკვეთა.
მაგალითი:
მთავარი კერძი
საიდი
სასმელი
მენიუს მენეჯერი ავტომატურად ამატებს პროდუქტებს არჩეული კატეგორიებიდან. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ პროდუქტები ან შეცვალოთ ხელმისაწვდომი ვარიანტები.

"იყიდე ერთი, მიიღე ერთი" (BOGO) შეთავაზებებისთვის
აირჩიეთ:
პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები შეიძენენ
პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ
არ არის აუცილებელი, რომ უფასო პროდუქტი იყოს იგივე, რაც შეძენილი პროდუქტი.

მაგალითი:
იყიდე 1 პიცა, მიიღე 1 გამაგრილებელი სასმელი უფასოდ
5. განსაზღვრეთ თქვენი კომბოს ფასი
სტანდარტული კომბოებისთვის, საწყისი ფასი ავტომატურად გამოითვლება არჩეული პროდუქტების მიხედვით.
კატეგორიებზე დაფუძნებული კომბოებისთვის, ფასი ავტომატურად გამოითვლება თითოეული არჩეული კატეგორიიდან ყველაზე იაფი პროდუქტების ჯამის სახით.

6. დაამატეთ სურათები თქვენს კომბოში
კომბოს სურათები ავტომატურად იქმნება თქვენს მიერ არჩეულ მენიუში შემავალი პროდუქტების სურათების გამოყენებით.

ასევე შეგიძლიათ:
წაშალოთ სურათები
ატვირთოთ თქვენი საკუთარი სურათები
სურათების მანუალურად რედაქტირება
მკაფიო სურათები დაეხმარება მომხმარებლებს შეთავაზების უფრო სწრაფად გაგებაში თქვენი მენიუს დათვალიერებისას.
7. დაამატეთ ფასდაკლებები თქვენს კომბოს
შეგიძლიათ მიუთითოთ:
ფიქსირებული ფასდაკლება
პროცენტული ფასდაკლება

ჩვენი რეკომენდაციაა:
ჯერ, კომბოს საწყისი ფასის მიუთითოთ
ფასდაკლება კი შემდეგ, ცალკე დაამატოთ
ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნათლად დაინახონ დანაზოგი გადახაზული ფასების მეშვეობით.
კომბოები მარტივი გზაა პოპულარული პროდუქტების კომბინაციების გამოსავლენად, შეთავაზებების პოპულარიზაციისთვის და უფრო დიდი შეკვეთების წასახალისებლად. დაიწყეთ თქვენი ბესტსელერებით, სცადეთ სხვადასხვა კომბინაციები და ნახეთ, რომელია საუკეთესო თქვენი მომხმარებლებისთვის.