როგორ ამარტივებს POS ინტეგრაცია რესტორნის ყოველდღიურ ოპერაციულ მართვას
შეიტყვეთ, როგორ მუშაობს Wolt POS-ის ინტეგრაცია, რას ცვლის ის თქვენი რესტორნისთვის და როგორ დააკავშიროთ თქვენი POS სისტემა ყოველდღიური ოპერაციების გასამარტივებლად.

მიმოხილვა
- რა არის POS სისტემა?
- რა არის POS ინტეგრაცია?
- რა არის შუამავალი პროგრამა?
- რა იცვლება POS სისტემის დაკავშირების შემდეგ?
- რა არ იცვლება
- რა დრო სჭირდება გამართვას?
- მზად ხართ თქვენი POS სისტემის დასაკავშირებლად?
თუ რესტორნის სამართავად იყენებთ სალარო (POS) სისტემას, მისი Wolt-თან დაკავშირება შეგიძლიათ როგორც პირდაპირ, ისე ჩვენი შუამავალი პროვაიდერების დახმარებით.
POS ინტეგრაცია გეხმარებათ შეკვეთების, მენიუებისა და ბიზნეს-მონაცემების ავტომატურ სინქრონიზაციაში. შედეგად, თქვენ ნაკლებ დროს ხარჯავთ სხვადასხვა სისტემის განახლებაზე და მეტ დროს უთმობთ მომხმარებლების მომსახურებას.
ამ გზამკვლევში განგიმარტავთ, თუ რა არის POS ინტეგრაცია, როგორ მუშაობს ის, რა იცვლება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და როგორ უნდა დაიწყოთ პროცესი.
რა არის POS სისტემა?
POS (Point-of-Sale) სისტემა არის სივრცე, სადაც თქვენი რესტორნის ყოველდღიურ საქმიანობას მართავთ. ის გეხმარებათ:
შეკვეთების მიღებასა და მართვაში
გაყიდვების კონტროლში
მენიუების მართვაში
სამუშაო საათებისა და ონლაინ სტატუსის განახლებაში
მარაგების მონიტორინგში
ბევრი რესტორანი უკვე იყენებს POS სისტემას, როგორც ბიზნესის მართვის მთავარ ცენტრს.
POS ინტეგრაციის მქონე რესტორნებში, როგორც წესი, ფიქსირდება:*
43%-ით ნაკლები გაუქმებული შეკვეთა
მენიუების სინქრონიზაციის წყალობით, 41%-ით უფრო ზუსტი ინფორმაცია პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე
15%-ით გაზრდილი საშუალო შეკვეთის ღირებულება
*არაინტეგრირებულ მსგავს ობიექტებთან შედარებით
რა არის POS ინტეგრაცია?
POS ინტეგრაცია უსაფრთხოდ აკავშირებს თქვენს Wolt Merchant-ის ანგარიშს თქვენსავე POS სისტემასთან (ან შუამავალ პროვაიდერთან), რაც ინფორმაციის ავტომატურ მიმოცვლას უზრუნველყოფს ორ სისტემას შორის.
ინფორმაციის რამდენიმე სხვადასხვა ადგილას განახლების ნაცვლად, თქვენ ყველაფერს მართავთ იმ სისტემიდან, რომელსაც ისედაც ყოველდღიურად იყენებთ.
რა არის შუამავალი პროგრამა?
ზოგჯერ, შუამავალი პროგრამის პროვაიდერი (MWP) მოქმედებს როგორც ხიდი სხვადასხვა ბიზნეს სისტემას შორის და ეხმარება მათ ინფორმაციის მიმოცვლაში. თქვენი ტექნიკური წყობიდან გამომდინარე, მას შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თქვენი POS სისტემა, საგადახდო სისტემები, მარაგების მართვის ხელსაწყოები, მომხმარებელთა მონაცემები და Wolt.
რა იცვლება POS სისტემის დაკავშირების შემდეგ?
POS ინტეგრაციას შეუძლია ყოველდღიური საქმიანობა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური გახადოს.
რა იცვლება | რას ნიშნავს ეს თქვენთვის |
ნაკლები მოწყობილობა | მართეთ შეკვეთები თქვენი POS სისტემიდან, რამდენიმე სხვადასხვა პლანშეტის გამოყენების ნაცვლად |
შეკვეთების ავტომატური ნაკადი | შეკვეთები პირდაპირ თქვენს POS სისტემაში აისახება |
ნაკლები მექანიკური სამუშაო | აღარ გიწევთ შეკვეთების ხელახლა შეყვანა ან რამდენიმე სხვადასხვა სისტემის განახლება |
მენიუს ცენტრალიზებული მართვა | განაახლეთ მენიუ მხოლოდ ერთხელ და ცვლილებები ავტომატურად დასინქრონირდება. |
გახსნის საათები და ხელმისაწვდომობა | მართეთ პროცესები პირდაპირ თქვენი POS სისტემიდან, ცალკეული ხელსაწყოების გამოყენების ნაცვლად |
მრავალარხიანი მართვა | მართეთ სხვადასხვა პლატფორმიდან მიღებული მიტანისა და გატანის შეკვეთები ერთ სივრცეში |
შეკვეთების ავტომატური მიღება | Wolt-ს შეუძლია თქვენს ნაცვლად ავტომატურად მიიღოს შეკვეთები, რათა პერსონალს არ მოუწიოს ღილაკებზე ხელის დაჭერა |
ნაკლები შეცდომა | მექანიკური შეყვანით გამოწვეული შეცდომების შემცირება |
უფრო სწრაფი ოპერაციები | პერსონალს შეუძლია ყურადღება შეკვეთების მომზადებასა და მომსახურებაზე გადაიტანოს |
ინტეგრაციის მხარდაჭერა | თქვენი ინტეგრაციის პროვაიდერი და Wolt მზად არიან დაგეხმარონ, თუკი მხარდაჭერა დაგჭირდებათ |
რა არ იცვლება
POS ინტეგრაცია თავის თავზე იღებს რუტინულ საქმეს, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ საჭიროებს თქვენს ყურადღებას:
მენიუს, ფასებისა და მოდიფიკატორების მუდმივი განახლება
სამუშაო საათებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობის მართვა
ჩვეული საინვოისო და ფინანსური პროცესების შენარჩუნება
ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენს POS სისტემაში არასწორი ინფორმაციაა მითითებული, Wolt-ზეც ზუსტად იგივე არასწორი მონაცემები დასინქრონირდება.
სანამ დაიწყებთ
რესტორნის დაკავშირებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ:
მოქმედი Wolt-ის მერჩანტის ხელშეკრულება
მხარდაჭერილი POS სისტემა ან შუამავალი პროგრამის პროვაიდერი
სრულად გამართული მენიუ თქვენს POS სისტემასა ან შუამავალ პლატფორმაზე
პროცესის დაწყებამდე, თქვენი POS სისტემის ან შუამავალი პროგრამის პროვაიდერი დაგეხმარებათ გადაამოწმოთ, რომ ყველაფერი მზად არის.
რა დრო სჭირდება გამართვას?
თუ თქვენს POS პროვაიდერს უკვე აქვს Wolt-ის მხარდაჭერა, დაუკავშირდით თქვენს POS/MWP პროვაიდერს შემდგომი ნაბიჯებისა და რესტორნის დასაკავშირებლად საჭირო ზუსტი ვადების დასადგენად.
თუ საჭიროა სრულიად ახალი ინტეგრაციის შექმნა, პროცესს შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდეს, რაც დამოკებMethodულია თქვენს ტექნიკურ წყობასა და პროვაიდერზე.
გაფრთხილება: ინტეგრაციის მოთხოვნის გაგზავნა არ იძლევა მისი ავტომატურად დამტკიცების გარანტიას. Wolt იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ განიხილოს, დაამტკიცოს ან უარყოს ინტეგრაციის ნებისმიერი მოთხოვნა.
თქვენი Wolt-ის საკონტაქტო პირი და ინტეგრაციის პარტნიორი გაგიძღვებიან მთელი ამ პროცესის განმავლობაში.
მზად ხართ თქვენი POS სისტემის დასაკავშირებლად?
თუ გსურთ თქვენი რესტორნის Wolt-თან დაკავშირება ჩვენი ერთ-ერთი საინტეგრაციო პარტნიორის მეშვეობით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირს. ჩვენ დაგეხმარებით გადაამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენს POS სისტემას შესაბამისი მხარდაჭერა და პროცესის შემდგომ ნაბიჯებსაც დეტალურად გაგიზიარებთ.
ხშირად დასმული კითხვები
კვლავ მჭირდება Wolt-ის პლანშეტი?
უმეტეს შემთხვევაში — არა. შეკვეთები პირდაპირ თქვენს POS სისტემაში აისახება, რაც ამცირებს დამატებითი მოწყობილობების საჭიროებას. კონკრეტული კონფიგურაცია დამოკიდებულია თქვენს ინტეგრაციის პარტნიორზე.
განახლდება თუ არა ჩემი მენიუ ავტომატურად?
დიახ. ინტეგრაციის გააქტიურების შემდეგ, თქვენს POS სისტემაში შეტანილი მენიუს ცვლილებები ავტომატურად დასინქრონირდება Wolt-ზე.
შეუძლია თუ არა ინტეგრაციას შეცდომების თავიდან აცილება?
ის გეხმარებათ მექანიკური შეცდომების შემცირებაში, თუმცა თავად ვერ გაასწორებს არასწორად შეყვანილ მონაცემებს. თუ თქვენს POS სისტემაში მენიუ ან ფასები არასწორია, ისინი Wolt-ზეც არასწორად აისახება.
მჭირდება თუ არა ტექნიკური ცოდნა?
როგორც წესი, არა. თქვენი POS პროვაიდერი და Wolt დაგეხმარებათ დაყენების პროცესში.
ვინ უნდა იყოს ჩართული გამართვის პროცესში?
როგორც წესი, თქვენ ითანამშრომლებთ თქვენს POS ან შუამავალი პროგრამის პროვაიდერთან, Wolt-ის საკონტაქტო პირთან და იმ ადამიანთან, ვინც უშუალოდ მართავს თქვენი რესტორნის POS სისტემას.