კამპანიების და აქციების გაშვება თქვენს Storefront-ში
მერჩანტის გზამკვლევი გაყიდვების სტიმულირებისთვის თვითმომსახურებისა და მართვადი კამპანიების დახმარებით.

Storefront-ით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ უშუალოდ თქვენი შეკვეთების ბრენდირებული ვებგვერდიდან. მიმზიდველი კამპანიები და შეთავაზებები მათ კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს, რომ განათავსონ შეკვეთა. ეს გზამკვლევი დეტალურად გაგაცნობთ იმ კამპანიებსა და შეთავაზებებს, რომლის გაშვებაც შეგიძლიათ თქვენს Storefront-ში და აგიხსნით, როგორ აამუშაოთ თითოეული.
მათი შექმნის ორი გზა არსებობს:
თვითმომსახურების კამპანიები: შეგიძლიათ ისინი თავად ააწყოთ თქვენი ადმინისტრირების პორტალიდან.
მართული კამპანიები: Wolt-ის საკონტაქტო პირი მათ თქვენთვის ქმნის. ეს მოიცავს მიტანის საფასურის შეთავაზებებს, პერსონალიზებულ პრომო კოდებს და ეფექტურ კამპანიებს ობიექტებისთვის.
1. თვითმომსახურების კამპანიები
დაიწყეთ შეთავაზებები სწრაფად და მარტივად თქვენი მერჩანტის ადმინისტრატორის პორტალიდან. ამ კამპანიებს დამოუკიდებლად მართავთ, Wolt-ის მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად, პროცესის დაწყება ნებისმიერ სასურველ დროს შეგიძლიათ.
თვითმომსახურების კამპანიების ხელმისაწვდომი ტიპები
უფასო მიტანა ან მიტანის საფასურის ფასდაკლება: მოიზიდეთ მეტი შეკვეთა მიტანის საფასურის სუბსიდირებით.
კალათის ან შეკვეთის ღირებულების ფასდაკლება: შესთავაზეთ პროცენტული ან ფიქსირებული ფასდაკლება. მაგალითად, 10%-იანი ფასდაკლება 30 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე.
ფასდაკლება ან შეთავაზება პროდუქტზე: ფასდაკლება კონკრეტულ პროდუქტებზე. მათი კონფიგურირება ხდება ობიექტის დონეზე.
💡 რჩევა: თქვენი კამპანიები ჩანს Storefront-ის შეკვეთის გვერდზე, თუმცა მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ მათი არსებობის შესახებ. პირველ რიგში, წარმოაჩინეთ ისინი თქვენსავე არხებში. მაგალითად, თქვენს ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში. სწორედ ასე ხვდებიან თქვენი მომხმარებლები, რომ უნდა შეუკვეთონ.
სასარგებლო ინფორმაცია
თავსებადია შეკვეთის შესრულების ყველა მეთოდთან: თვითმომსახურების კამპანიები ამჟამად ვრცელდება სახლში მიტანის, გატანის და თქვენი „რიგის გარეშე“ QR-კოდით შეკვეთებზე.
შექმნა ობიექტის მიხედვით: პროდუქტის აქციები უნდა შეიქმნას ინდივიდუალურად თითოეული ობიექტისთვის და არა ჯამურად, ყველა ლოკაციისთვის ერთად.
ხელმისაწვდომობა: ზოგიერთი ტიპი შეიძლება გაითიშოს თქვენი POS-ის ინტეგრაციის, ქვეყანაში გაშვების სტატუსის ან ადგილობრივი კონფიგურაციის შეზღუდვების შესაბამისად. თუ ბუნდოვანია, ეს ზუსტად ისე მუშაობს, როგორც თქვენი Wolt-ის აპლიკაციის ობიექტი.
2. კამპანიები სპეციალურად გატანის სერვისისთვის
მე-2-დან მე-4 განყოფილებების კამპანიები იქმნება თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირთან ერთად.
გსურთ ფასდაკლება მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ შეკვეთებს თავად გაიტანენ? ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს შეკვეთის ადგილზე გატანის პერსონალიზებულ აქციებს. უბრალოდ დაუკავშირდით თქვენს პირად საკონტაქტო პირს Wolt-ში და ჩვენ თავად გაგიაქტიურებთ სპეციალურ ფასდაკლებებს. მაგალითად, 10%-იან ფასდაკლებას იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეკვეთებს თავად გაიტანენ.
3. პერსონალიზებული პრომო კოდები
გსურთ კონკრეტული კოდის გაზიარება ელ. ფოსტით, ფლაერით ან სოციალური მედიით? თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირს შეუძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში. პრომო კოდის გასააქტიურებლად გამოგვიგზავნეთ შემდეგი დეტალები:
პრომო კოდი: მოკლე, დასამახსოვრებელი ტექსტი, მაგალითად TORTILLA5 ან JONNY10. შეეცადეთ, მოიცავდეს თქვენი ბრენდის სახელს. ჩვენ შევამოწმებთ, თავისუფალია თუ არა კოდი ან სხვა ვარიანტს შეგირჩევთ.
ფასდაკლების ტიპი: ფიქსირებული ფასდაკლება (მაგ. ფასდაკლება 5 ლარის ოდენობით), პროცენტული ფასდაკლება (მაგ. 15%-იანი ფასდაკლება), ფასდაკლება კონკრეტულ პროდუქტზე (X ან 100%-იანი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტზე) ან ფასდაკლება მიტანის საფასურზე.
მოქმედების არეალი: კოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც შეკვეთის დონეზე (მაგ. ფასდაკლება მთლიან კალათაზე), ისე პროდუქტის დონეზე (მაგ. ფასდაკლება კონკრეტულ პროდუქტზე ან კომპლექტზე).
წესები და პირობები: მაგალითად: „კალათის მინიმალური ღირებულებაა 20 ლარი“, ან „აუცილებელია კონკრეტული ნივთის შეძენა (რაოდენობა = 1).“
ხანგრძლივობა და ლიმიტები: ნაგულისხმევად, შეყვანილი კოდი აქტიურია 1 დღის განმავლობაში. თუ ამ ვადის შეცვლა გსურთ, შეგვატყობინეთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევზღუდოთ კამპანიის მთლიანი ხარჯი მაქსიმალური ბიუჯეტის დაწესებით. უბრალოდ გახსოვდეთ: თუ მომხმარებლებს კოდს უგზავნით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ საჭირო დროს მისი გამოყენებას შეძლებენ.
სამიზნე ობიექტები: ჩვენ ხელით ავირჩევთ თქვენს ზუსტ Storefront-ის ობიექტებს, რათა ფასდაკლება იქ გავრცელდეს, სადაც გსურთ და არ „გავრცელდეს“ Wolt Marketplace-ის სტანდარტულ შეკვეთებზე. ამავდროულად, Wolt Marketplace-ზე გამოყენებული ყველა კამპანიის შექმნა თქვენს Storefront-ზეც შეგიძლიათ.
იურიდიული და მარკეტინგული მოთხოვნები
პრომო კოდის გასააქტიურებლად საჭიროა მომხმარებლის ავტორიზაცია ან რეგისტრაცია. არასამართლიანად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, სტუმრის სტატუსით შესყიდვისას პრომო კოდის გააქტიურება შეუძლებელია.
ნებისმიერ ადგილას, სადაც ამ კოდის რეკლამირებას მოახდენთ (იქნება ეს ფლაერები, სოციალური მედია თუ სხვა პლატფორმა), აუცილებლად უნდა დაამატოთ აღნიშნული გაფრთხილება: „გასააქტიურებლად საჭიროა სისტემაში შესვლა ან ანგარიშის შექმნა.“
4. გაფართოვებული პარამეტრების კამპანიები
პრომო კოდების გარდა, Wolt-ს შეუძლია დააკონფიგურიროს ავტომატური კამპანიები, რომლებიც პირდაპირ ამოქმედდება თქვენს Storefront-ში ვიზიტისას. კოდი საჭირო არაა. დაუკავშირდით თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირს შესაქმნელად:
პროდუქტების კომპლექტაცია: შექმენით შეთავაზება, როგორიცაა „იყიდე 2 და მიიღე 1 უფასოდ.“
უფასო მიზნობრივი პროდუქტები: მაგალითად, „დახარჯე 15 ლარი და მიიღე სასმელი საჩუქრად.“
კალათის მიზნობრივი ფასდაკლებები: ავტომატური ფასდაკლებები შეკვეთის ჯამური ღირებულების მიხედვით.
პირობები, რომლის კონფიგურირებაც შეგიძლიათ
კალათის მინიმალური მოცულობა: თქვენი კამპანია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ კალათის გარკვეულ მოცულობაზე.
მხოლოდ წინასწარი შეკვეთები: შექმენით კამპანია მხოლოდ წინასწარი შეკვეთებისთვის.
მიტანის მეთოდი: შეზღუდეთ კამპანია მხოლოდ გატანის, ადგილზე მიტანის ან ადგილზე მომსახურების სერვისებით.
და კიდევ დამატებითი შესაძლებლობები: იხილეთ რამდენიმე მარტივი მაგალითი. თუ უფრო განსხვავებული რამ დაგჭირდათ, შეგვატყობინეთ.
5. საუკეთესო პრაქტიკა და მნიშვნელოვანი მოსაზრებები
ექსკლუზიური გარე კოდები (ბანერის დამალვა): თუ კოდს ფლაერზე ავრცელებთ და გსურთ, რომ ექსკლუზიურად დარჩეს, გთხოვთ, დამალოთ ობიექტის ბანერი, რათა ის Storefront-ის ყველა ვიზიტორისთვის არ იყოს ხილული.
სახელების გარკვევით დარქმევა: გამოიყენეთ მკაფიო სახელები თქვენი კამპანიებისთვის, რადგან ისინი აისახება თქვენს მერჩანტის ინვოისებზე.
დახმარება გჭირდებათ?
არ ხართ დარწმუნებული, რომელი კამპანია შეესაბამება თქვენს მიზანს ან ხართუ თუ არა მზად გასაშვებად? დაუკავშირდით თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირს და დაგეხმარებით.
გსურთ წვდომა კიდევ უფრო მეტად დეტალურ სახელმძღვანელოზე? გადადით სასწავლო ცენტრში.