დაიწყეთ Wolt Drive API-ით სარგებლობა
დააკავშირეთ თქვენი ონლაინ მაღაზია პირდაპირ Wolt-ის საკურიერო ქსელთან და მოახდინეთ მიწოდების სრული პროცესის ავტომატიზაცია.

მიმოხილვა
- რა არის Wolt Drive API?
- ვინ უნდა გამოიყენოს API ინტეგრაცია?
- როგორ მუშაობს Drive API: შეკვეთის განთავსების პროცესი
- ლოკაციაზე დაფუძნებული კონფიგურაციები ლოკაციის არმქონე კონფიგურაციებთან შედარებით
- რა გჭირდებათ სანამ დაიწყებთ
- როგორ მოითხოვოთ და ააგოთ თქვენი ინტეგრაცია
- ფუნქციები, რომელთა კონფიგურირებაც შეგიძლიათ
- Wolt Drive API ხშირად დასმული კითხვები
- დახმარება გჭირდებათ?
Wolt Drive-ის საშუალებით შეგიძლიათ შესთავაზოთ სწრაფი, ბოლო მილით მიტანა თქვენივე ვებსაიტიდან ან აპლიკაციიდან, რომელსაც შეგიძლიათ თვალყური მიაყოლოთ, Wolt-ის პარტნიორი კურიერების ქსელის გამოყენებით. Wolt Drive API პირდაპირ აკავშირებს თქვენს შეკვეთის გაფორმების გვერდს Wolt-თან, რის შედეგადაც მიტანის მოთხოვნა, გაგზავნა და თვალყურის დევნა ავტომატურად ხდება, შეკვეთის დეტალების ხელით ხელახლა შეყვანის საჭიროების გარეშე.
ამ სახელმძღვანელოში განმარტებულია API-ს მუშაობის პრინციპი იმისთვის, რომ პროექტის მასშტაბი თქვენს ტექნიკურ გუნდთან ერთად განსაზღვროთ. სრული ტექნიკური აღწერა მოცემულია Wolt Drive-ის დეველოპერების დოკუმენტაციაში.
რა არის Wolt Drive API?
Wolt Drive API აკავშირებს თქვენს ონლაინ მაღაზიას Wolt Drive-ის მიტანის ქსელთან ავტომატური ორეტაპიანი პროცესის მეშვეობით: თქვენი სისტემა ჯერ ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა მიტანა (და რა ღირს ის), და შემდეგ ქმნის მიტანას. თქვენი მომხმარებლები კვლავ თქვენს საიტზე ან აპლიკაციაში განათავსებენ შეკვეთებს, თქვენი ინვენტარისა და გადახდის სისტემები უცვლელი რჩება, ხოლო Wolt ბოლო მილით მიტანას ამუშავებს.
ვინაიდან ინტეგრაციის შემუშავება თქვენი მხრიდან ხდება, თქვენ აკონტროლებთ შეკვეთის პროცესს, ბრენდინგსა და იმას, თუ როგორ არის წარმოდგენილი მიტანა შეკვეთის გაფორმებისას. Wolt Drive-ის მორგება თქვენს ბრენდზე სრულად არის შესაძლებელი, ამიტომ მომხმარებლებს არ მოუწევთ Wolt-ის ლოგოს ნახვა, თუ ამის სურვილი არ გექნებათ. ყველაფერს თქვენი სისტემა მართავს. მოკლედ, Wolt Drive არის მიტანის ინფრასტრუქტურა თქვენი საკუთარი გაყიდვების არხებისთვის და არა პროდუქციის განთავსების პლატფორმა.
ვინ უნდა გამოიყენოს API ინტეგრაცია?
API სწორი არჩევანია, თუ გსურთ შეკვეთების სრულიად მორგებული გაფორმება და გაქვთ დეველოპმენტის რესურსები მის ასაშენებლად და შესანარჩუნებლად. ეს შეეფერება იმ ბიზნესებს, რომლებსაც სურთ, რომ მიწოდება მათივე შეკვეთის სისტემის ბუნებრივ ნაწილად აღიქმებოდეს და აქვთ შეკვეთების საკმარისი მოცულობა იმისათვის, რომ ამან გაამართლოს ერთჯერადი ტექნიკური ინვესტიცია.
თუ არ გაგაჩნიათ დეველოპერული რესურსები, ან გსურთ მიტანა დაუყოვნებლივ დაიწყოთ, ორი ალტერნატივა არსებობს:
შუალედური პარტნიორი ან ელ. კომერციის პლაგინი საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ Wolt Drive პოპულარულ ონლაინ მაღაზიის პლატფორმებს მცირე მოცულობის კოდის ან საერთოდ კოდის დაწერის გარეშე. იხილეთ ინტეგრაციის პარტნიორების სია.
Wolt Drive ვებ-აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მოითხოვოთ კურიერები პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან, ყოველგვარი ინტეგრაციის შემუშავების გარეშე. მისი გამოყენება შესაძლებელია ტელეფონით ან სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული შეკვეთებისთვის, ან იმ პერიოდში, როდესაც თქვენი API ინტეგრაცია ჯერ კიდევ მუშავდება.
როგორ მუშაობს Drive API: შეკვეთის განთავსების პროცესი
შეკვეთის განთავსების პროცესი ორ ეტაპს მოიცავს, რასაც ემატება მიწოდების მიმდინარეობის თვალყურის დევნება მას შემდეგ, რაც გზავნილი გზაშია: მარაგის შემოწმება, მიწოდების შექმნა და შემდგომ — მისი თვალყურის დევნება.
ხელმისაწვდომობის შემოწმება: სანამ შეკვეთის გაფორმებისას Wolt Drive-ს შესთავაზებთ, თქვენი სისტემა Wolt-ს ეკითხება, შესაძლებელია თუ არა მიტანა თქვენი ლოკაციიდან მომხმარებლის მისამართამდე. სწორი პასუხი ადასტურებს, რომ მიტანა შესაძლებელია, და აბრუნებს სავარაუდო დროსა და Wolt-ის მიწოდების საფასურს (თანხას, რომელსაც Wolt ინვოისის სახით გამოგიწერთ). ეს ფასი მანძილზეა დამოკიდებული, ამიტომ ის სანდოა — თუ, რა თქმა უნდა, მიტანის შეკვეთის შექმნისას დამატებით დეტალებს არ მიუთითებთ. ის, რასაც მომხმარებელს ახდევინებთ, თქვენი გადასაწყვეტია. თუ მისამართი მიწოდების ზონის გარეთაა ან დაწესებულება დაკეტილია, პასუხში ამის შესახებ იქნება მითითებული; ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული შეკვეთისთვის Wolt Drive არ უნდა შესთავაზოთ.
მიტანის შეკვეთის შექმნა: მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეკვეთას განათავსებს, თქვენი სისტემა მიმართავს მიტანის შეკვეთის შექმნის საბოლოო წერტილს და გადასცემს მას მიმღების მონაცემებს, მიწოდების ინსტრუქციებსა და ამანათის შესახებ სრულ ინფორმაციას. თუ მიწოდება მოითხოვს რაიმე დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება, ისინი ასევე მოითხოვება აქ.
შეკვეთისთვის თვალყურის დევნება: მიტანის შეკვეთის შექმნის შემდეგ, Wolt თქვენს სისტემას ვებჰუკების მეშვეობით უგზავნის განახლებებს სტატუსის შესახებ; ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ შეკვეთის მიტანის სავარაუდო დროსა და მიტანის დადასტურებას თქვენი სამუშაო გარემოდან. Wolt ასევე ქმნის თვალყურის მიდევნების ბმულს თითოეული შეკვეთისთვის. შეგიძლიათ თავად გაუგზავნოთ შეტყობინება მომხმარებელს, ან დაავალოთ Wolt-ს, რომ SMS თქვენს ნაცვლად გაგზავნოს.
💡 სასარგებლოა იცოდეთ: პარტნიორი კურიერი შეკვეთის შექმნის შემდეგ ინიშნება, ხოლო შეკვეთის მიტანის სავარაუდო დრო (ETA) Wolt-ის ოპტიმიზაციის პროცესის გაშვებისთანავე დგინდება — როგორც წესი, შეკვეთის შექმნიდან 30-60 წამში. ისეთი ოპერაციების შემთხვევაში, სადაც დრო გადამწყვეტია (მაგალითად, სამზარეულოში), უმჯობესია, დაელოდოთ პირველ order.pickup_eta_updated ვებჰუკს, ვიდრე მიტანის სავარაუდო დროს საბოლოოდ მიიჩნევთ,მაგალითად, სანამ მას სამზარეულოში აჩვენებთ.
ლოკაციაზე დაფუძნებული კონფიგურაციები ლოკაციის არმქონე კონფიგურაციებთან შედარებით
API გთავაზობთ თქვენი მიტანის ლოკაციების მართვის ორ გზას.
ლოკაციაზე დაფუძნებული ყველაზე გავრცელებული და რეკომენდებული მიდგომაა. თქვენი ობიექტები წინასწარაა კონფიგურირებული Wolt-ის საოპერაციო ხელსაწყოებში, რაც კურიერებისა და მხარდაჭერის გუნდისთვის თანმიმდევრულ გამოცდილებას უზრუნველყოფს და უკეთეს ანგარიშგებას განაპირობებს. ასევე, ადგილმდებარეობისთვის სპეციფიკური მიწოდების წესების გამოყენების საშუალებას იძლევა (მაგალითად, „ამ საიტიდან ავტომობილების მიწოდება აკრძალულია“). რეკომენდებულია იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებსაც თითოეულ ლოკაციაზე შეკვეთების საშუალო ან დიდი მოცულობა აქვთ. ის იყენებს ტრანსპორტირების პირობების, მიტანისა, და ხელმისაწვდომი ობიექტების საბოლოო წერტილებს.
ლოკაციის გარეშე ნიშნავს, რომ მიწოდების ყოველ მოთხოვნასთან ერთად აგზავნით სრულყოფილ ინფორმაციას შეკვეთის წაღების ადგილის შესახებ და Wolt ყოველ ჯერზე ქმნის ერთჯერად წაღების წერტილს. ეს შეეფერება იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც აქვთ მრავალი ობიექტი და თითოეულ მათგანში ყოველდღიური ბრუნვა მცირეა — მაგალითად, საცალო ვაჭრობის ქსელები. ის იყენებს მიწოდების საფასურის და მიწოდება-შეკვეთის საბოლოო წერტილებს ამ მიდგომის არჩევამდე გაესაუბრეთ თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირს.
💡 სასარგებლო ინფორმაცია: შეგიძლიათ ამ ორის კომბინირება, თუ ამას თქვენი ბიზნესი მოითხოვს.
რა გჭირდებათ სანამ დაიწყებთ
დეველოპმენტის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ გაგაჩნიათ:
ხელშეკრულება Wolt-თან და დეველოპერის ავტორიზაციის მონაცემები. მათ მისაღებად დაუკავშირდით ადგილობრივ Wolt Drive-ის გუნდს.
ინვენტარის ზუსტი და განახლებული აღრიცხვის უნარი თითოეული ლოკაციის მიხედვით, რათა პროდუქცია მზად იყოს კურიერის მოსვლისთვის.
გზა იმის გადასაწყვეტად, თუ რომელმა ობიექტმა შეასრულოს თითოეული შეკვეთა (მანძილის, ხელმისაწვდომობის ან დატვირთულობის მიხედვით).
ლოგიკა იმის თაობაზე, რომ ყველაზე სასწრაფო (ASAP) შეკვეთები იყოს თქვენი მუშაობის საათების ფარგლებში და იდეალურ შემთხვევაში, შესთავაზოთ დაგეგმილი მიტანა, როცა დაკეტილები ხართ.
ველი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიწოდებასთან დაკავშირებული მითითებების (კარის კოდები, სართულის ნომრები) დამატება, რადგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიწოდების ხარისხს აუმჯობესებს.
შეცდომების სათანადო მართვა, რათა მიწოდების ზონის გარეთ მყოფ მომხმარებლებს მკაფიოდ ეცნობოთ ამის შესახებ, ნაცვლად ხელმეორედ ცდისა. მისამართი, რომელიც ქაღალდზე სწორად გამოიყურება, კურიერისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ეს დამცავი მექანიზმი მაინც მნიშვნელოვანია.
როგორ მოითხოვოთ და ააგოთ თქვენი ინტეგრაცია
გაესაუბრეთ Wolt Drive-ის გუნდს. დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ გუნდს გვერდზე wolt.com/drive იმისთვის, რომ გააფორმოთ თქვენი ხელშეკრულება და მიიღოთ დეველოპმენტის ავტორიზაციის მონაცემები და სატესტო ობიექტი.
დაგეგმეთ თქვენი ხელშეკრულების გაფორმება. კარგად დაფიქრდით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც თითოეულმა უნდა გადადგას: მომხმარებელმა, თქვენმა პერსონალმა და კურიერმა. დაუკავშირდით თქვენს Wolt-ის ტექნიკურ საკონტაქტო პირს დაგეგმვაში მხარდაჭერისთვის.
შეიმუშავეთ ტესტირების გარემოსთვის. Wolt გთავაზობთ სატესტო გარემოს სატესტო ობიექტის იდენტიფიკატორითა და წვდომის ტოკენით, რათა შეძლოთ აპლიკაციის უსაფრთხოდ აწყობა და ტესტირება რეალურ რეჟიმში გაშვებამდე.
დანერგეთ ორეტაპიანი პროვესი და ვებჰუკები. გამოიყენეთ API საბოლოო წერტილის ცნობარი და ვებჰუკის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად, მიწოდების შესაქმნელად და სტატუსის თვალყურის დევნებისთვის.
შეამოწმეთ და გადით პირდაპირ ეთერში. შეამოწმეთ ჩვენი შეცდომების დამუშავებისა და ETA-ს ლოგიკა, შემდეგ კი გადადით პროდუქციის ავტორიზაციის მონაცემებზე. თქვენი Wolt-ის საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებში დაგეხმარებათ მთელი ამ პროცესის განმავლობაში.
ფუნქციები, რომელთა კონფიგურირებაც შეგიძლიათ
API მხარს უჭერს სხვადასხვა დამატებით ფუნქციას, რომელთა გააქტიურებაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესისა და ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე (ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია რეგიონზე, ამიტომ გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირთან):
სწრაფი ან დაგეგმილი მიწოდება: სასწრაფო (ASAP) მიწოდებების მიზანია ერთ საათზე ნაკლებ დროში მიტანა. დაგეგმილი მიწოდების მოთხოვნა შესაძლებელია 60 წუთიდან მაქსიმუმ 7 დღით ადრე.
ფასების მოქნილობა: Wolt აბრუნებს სრულ ფასს, რომლის გადახდაც მოგიწევთ ინვოისის მიხედვით, შესაბამისი გადასახადებისა და საკომისიოების ჩათვლით. შემდეგ თქვენ ცალკე წყვეტთ, ამ ხარჯის რა ნაწილი დააკისროთ თქვენს მომხმარებელს (ან საერთოდ დააკისროთ თუ არა).
პირადობის შემოწმება: სთხოვეთ კურიერს მიწოდებისას შეამოწმოს მომხმარებლის ასაკი ან ვინაობა, მაგალითად, ისეთი ასაკობრივი შეზღუდვის მქონე ნივთების შემთხვევაში, როგორიცაა ალკოჰოლი.
მიწოდების დადასტურება PIN-კოდით: დაადასტურეთ, რომ ამანათები შესაბამის პირამდე აღწევს მაღალი ღირებულების ან შეზღუდული რაოდენობის ნივთების შემთხვევაში.
გადახდა ადგილზე მიტანისას და სამადლობელი თანხის გადახდა: მხარდაჭერილ ბაზრებზე, კურიერებს შეუძლიათ თქვენს სახელზე ნაღდი ან წინასწარ გადახდილი სამადლობელი თანხები აკრიფონ.
SMS შეტყობინებები: გაუგზავნეთ მომხმარებლებს თრექინგის ბმული ავტომატურად, როდესაც შეკვეთა მიღებულია და/ან წაღებულია.
Wolt Drive API ხშირად დასმული კითხვები
1. Wolt Drive API ჩემთვის შესაფერისია?
ეს საუკეთესო არჩევანია, თუ შეკვეთების გაფორმების სრულად მორგებული გვერდი გჭირდებათ და დეველოპერების რესურსიც გაგაჩნიათ. თუ გირჩევნიათ დაიწყოთ ყოველგვარი შემუშავების გარეშე, განიხილეთ ელ. კომერციის პლაგინი ან Wolt Drive ვებ-აპლიკაცია.
2. ჩემს მომხმარებლებს სჭორდებათ Wolt-ის აპლიკაცია?
არა. ისინი ჩვეულებრივად აფორმებენ შეკვეთას და იხდიან თქვენს საიტზე ან აპლიკაციაში, ხოლო Wolt ფონურ რეჟიმში გზავნის კურიერს.
3. შეუძლია თუ არა ჩემს პერსონალს გამოიყენოს Wolt-ის სავაჭრო აპლიკაციები შეკვეთების მოსამზადებლად ან წამოსაღებად?
არა. თქვენი გუნდი აგრძელებს იმ პროცესის გამოყენებას, რომელსაც უკვე მიჰყვება მაღაზიაში, ხოლო მომხმარებლები აგრძელებენ შეკვეთას თქვენივე საიტის ან აპლიკაციის საშუალებით. Wolt Drive მხოლოდ თავად ამუშავებს მიტანას.
4. დაინახავენ თუ არა მომხმარებლები Wolt-ის ბრენდინგს?
ეს თქვენი არჩევანის მიხედვით ხდება. შეგიძლიათ Wolt Drive სრულად მოარგოთ თქვენს ბრენდს, თუ ეს გირჩევნიათ.
5. ეს რა მოცულობის დეველოპმენტს მოიცავს?
ინტეგრაციას სჭირდება გარკვეული კონფიგურაცია და კოდის რამდენიმე ხაზი სწრაფი მიტანის შეკვეთების მხარდასაჭერად. Wolt უზრუნველყოფს სრულ დოკუმენტაციას, ტესტირების გარემოს და ადგილობრივ ტექნიკურ მხარდაჭერას თქვენი გუნდის დასახმარებლად.
6. შემიძლია თუ არა შევცვალო შეკვეთა მისი შექმნის შემდეგ?
შექმნის შემდეგ შეკვეთის უმეტესი დეტალების შეცვლა API-ის საშუალებით შეუძლებელი იქნება. თუ რამე რიგზე არ არის, შეკვეთა შეიძლება გაუქმდეს და თავიდან შეიქმნას, ან საკითხი მოგვარდეს Wolt-ის ადგილობრივ მხარდაჭერის გუნდთან. გაუქმება, როგორც წესი, შესაძლებელია მანამ, სანამ კურიერი შეკვეთის წაღების დავალების შესრულებას დაიწყებს. ამის შემდეგ, თქვენს Wolt-ის საკონტაქტო პირს შეუძლია გაგიწიოთ კონსულტაცია არსებულ ვარიანტებზე და შესაძლოა დაგეკისროთ მომსახურების საფასურის გადახდა.
7. რამდენად ზუსტია მიტანის სავარაუდო დრო?
პირველი გამოთვლა მიახლოებითია. როგორც ზემოთ აღინიშნა, შეკვეთის შექმნიდან 30-60 წამში მიიღებთ მიტანის ზუსტ და ოპტიმიზებულ სავარაუდო დროს.
დახმარება გჭირდებათ?
თუ რაიმე კითხვა გექნებათ — მიუხედავად იმისა, ჯერ კიდევ აწყობთ სისტემას თუ უკვე [ირდაპირ ეთერში ხართ — თქვენი Wolt-ის კონტაქტი ტექნიკურ საკითხებში მზადაა დასახმარებლად. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ პარტნიორი ობიექტების მხარდაჭერის გუნდს ვებგვერდის corporate.wolt.com მეშვეობით.