დაიწყეთ Wolt Drive Web-ის გამოყენება
ყველაზე მარტივი გზა, დაიწყოთ Wolt Drive-ით შეკვეთების მიწოდება. ინტეგრაციის, კოდის და ვალდებულებების გარეშე.

Wolt Drive Web არის მობილურზე მორგებული ვებ-ინტერფეისი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობიდან, ყოველგვარი ჩამოტვირთვისა თუ ინსტალაციის გარეშე. თუ შეგიძლიათ მიწოდების მისამართისა და ტელეფონის ნომრის შევსება, მაშინ Wolt Drive-ით მიტანასაც შეძლებთ.
მიმოხილვა
- Wolt Drive Web თქვენთვის შესაფერისია?
- რა გჭირდებათ დასაწყებად
- ორი ვებ-გვერდი: drive.wolt.com და corporate.wolt.com
- როგორ გავაფორმოთ მიტანა
- მიტანისთვის თვალის დევნება
- დახმარება გჭირდებათ?
Wolt Drive Web თქვენთვის შესაფერისია?
Wolt Drive Web შესანიშნავი არჩევანია, თუ თქვენ:
არ გყავთ საკუთარი კურიერები და გსურთ მიტანის დაუყოვნებლივ დაწყება, ტექნიკური გამართვისა და ინვესტიციების გარეშე
გყავთ საკუთარი კურიერები, მაგრამ გჭირდებათ დამატებითი რესურსი გადატვირთული გრაფიკის, მიუწვდომლობის ან გაზრდილი მოთხოვნის დროს
იღებთ შეკვეთებს ტელეფონით, პირადად ან სოციალური ქსელებით და არ გაქვთ ვებ-გვერდი ან აპლიკაცია ინტეგრაციისთვის
ელოდებით Wolt Drive API-ის ინტეგრაციას ან პლაგინის გააქტიურებას და მანამდე გსურთ მიტანის სერვისით სარგებლობა
გსურთ გადაიხადოთ მხოლოდ რეალურად განხორციელებული მიტანის მიხედვით, ყოველგვარი ფარული ხარჯებისა და ხელშეკრულებების გარეშე.
თუ გირჩევნიათ, რომ მიტანის ფუნქცია პირდაპირ თქვენს ონლაინ ჩეკაუტში იყოს ინტეგრირებული, Wolt Drive API ან ელექტრონული კომერციის ფლაგინი უფრო მეტად გამოგადგებათ.
რა გჭირდებათ დასაწყებად
ძალიან ცოტა. Wolt Drive Web-ის გამოსაყენებლად გჭირდებათ:
Wolt Drive-ის ანგარიში. ამას თქვენი Wolt Drive-ის ადგილობრივი გუნდი მოგიგვარებთ. წვდომის მოთხოვნა შეგიძლიათ აქ.
ნებისმიერი მოწყობილობა ბრაუზერით: ლეპტოპი, ტაბლეტი ან ტელეფონი. ჩამოსატვირთი არაფერია.
მიტანის დეტალები თითოეული შეკვეთისთვის: სადაა გასაგზავნი და ვინ იღებს მას.
ორი ვებ-გვერდი: drive.wolt.com და corporate.wolt.com
Wolt Drive იყენებს ორ სხვადასხვა ვებ-პორტალს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი პორტალი გახსნათ კონკრეტული დავალებისთვის:
drive.wolt.com არის თქვენი ყოველდღიური ოპერაციების პორტალი. გამოიყენეთ ის მიტანების შესაქმნელად, მიმღების მონაცემების შესაყვანად და შეკვეთების რეალურ დროში თვალის დევნებისთვის. ეს არის ეკრანი, რომელიც თქვენს გუნდს სამუშაო საათების განმავლობაში ექნება გახსნილი.
corporate.wolt.com არის ბექ-ოფისის პორტალი. გამოიყენეთ ის თქვენი ობიექტებისა და მომხმარებლების სამართავად, წვდომის უფლებების დასაყენებლად, მიტანის ისტორიის გადასახედად და ინვოისებისა თუ რეპორტების მისაღებად.
თქვენი როლიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყენოთ ერთ-ერთი ან ორივე. მაღაზიის ოპერატორები ძირითადად drive.wolt.com-ზე მუშაობენ; მენეჯერები და მფლობელები corporate.wolt.com-საც იყენებენ ლოკაციების კონტროლისა და ინვოისების შემოწმებისთვის.
როგორ გავაფორმოთ მიტანა
შეკვეთის მიღებისას, კურიერის გამოსაძახებლად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:
შედით drive.wolt.com-ზე.
აირჩიეთ ახალი მიტანა (New Delivery).
დაადასტურეთ აღების ადგილი და ინფორმაცია. ეს არის თქვენი ლოკაცია, საიდანაც კურიერი აიღებს შეკვეთას.

4. შეავსეთ ჩაბარების ინფორმაცია (drop-off information):
მისამართი: შეიყვანეთ მიტანის მისამართი.
ინსტრუქციები კურიერისთვის (არასავალდებულო) (Instructions for the courier (optional): დაამატეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც კურიერს ლოკაციის პოვნაში დაეხმარება, მაგალითად: კარის კოდი, სართული ან კორპუსის/ბინის ნომერი.
მიმღების სახელი, გვარი (Name of receiver) და ტელეფონის ნომერი (Phone number).

💡რჩევა: გადაამოწმეთ ტელეფონის ნომერი. ამ ნომრით უკავშირდება კურიერი მომხმარებელს და მისი საშუალებით იგზავნება თვალის დევნების ბმული.
5. მიტანის დეტალების (Delivery details) ველში აირჩიეთ მიტანის დრო:
რაც შეიძლება მალე: მიტანა განხორციელდება მომდევნო 60 წუთის განმავლობაში. თუ კურიერის მოსვლამდე შეკვეთის მოსამზადებლად რამდენიმე წუთი გჭირდებათ, გამოიყენეთ ველი რამდენი დრო გჭირდებათ? (How much time do you need?), რომ მიუთითოთ მომზადების დრო.
მოგვიანებით მიტანის დაგეგმვა: აირჩიეთ მიტანის კონკრეტული დრო ან დღე.

6. თუ მიტანას აქვს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა, გადართეთ ველი დამატებითი დეტალები (Additional details) ან მოთხოვნები (Requirements) პოზიციაზე — „დიახ“ (Yes):
მიტანის ტიპი: აირჩიეთ ბარათით გადახდა ადგილზე (Card on Delivery), თუ კურიერმა მიტანისას მომხმარებლისგან თანხა უნდა აიღოს, ან დიდი ან მძიმე ამანათი (Large or heavy delivery) არაგაბარიტული ან მოცულობითი ტვირთისთვის — ეს უზრუნველყოფს, რომ დავალებაზე შესაბამისი პარტნიორი კურიერი გამოვაგზავნოთ.
მიტანის მოთხოვნები: საჭიროებისამებრ, აირჩიეთ PIN კოდის შემოწმება (PIN code check), ასაკის შემოწმება (Age check) ან უკონტაქტო მიტანა (No-contact delivery).
უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (არასავალდებულო): დაამატეთ თქვენი შეკვეთის ID, რომ ეს მიტანა თქვენს მონაცემებს დაუკავშიროთ.

7. დაადასტურეთ მოთხოვნა. კურიერი უკვე გამოგზავნილია თქვენთან შეკვეთის ასაღებად.
💡 სასარგებლო ინფორმაცია: მიტანა „რაც შეიძლება მალე“ ჩვეულებრივ ერთ საათზე ნაკლებს გრძელდება. წინასწარი დაგეგმვისას მომხმარებელი მაინც იღებს თვალის დევნების ბმულს, რაც საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ მიტანის დრო.
მიტანისთვის თვალის დევნება
როგორც კი მიტანა დაიწყება, თქვენი მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს თვალი დევნების ლაივ-ბმულს, სადაც გამოჩნდება კურიერის მდებარეობა და მიტანის სავარაუდო დრო. თქვენც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამავე სტატუსს drive.wolt.com-დან. როგორც კი შეკვეთა ჩაბარდება, თქვენ მიიღებთ მიტანის დასტურს, ასე რომ, ყოველთვის გეცოდინებათ, როდის დასრულდება ის.

დახმარება გჭირდებათ?
თუ გაგიჩნდებათ კითხვები ან რაიმე სირთულეს წააწყდებით, მერჩანტების მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ჩატის საშუალებით. ჩატების 96% ფასდება როგორც „შესანიშნავი“ — რეაგირების დრო კი ჩვეულებრივ ერთ წუთზე ნაკლებია. მათთან დაკავშირებას ნებისმიერ დროს შეძლებთ corporate.wolt.com-ის საშუალებით.